საზოგადოება

6 თვეში დანაშაულის სტატისტიკა 52.93%-ით გაიზარდა

18.07.18 16:45


2018 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 52.93%-ით გაიზარდა. ამას შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს.

ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად 2018 წლის პირველ 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. თუ 2017 წლის იანვარ-ივნისში რეგისტრირებული დანაშაულის 54.35% გაიხსნა, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში – 36.42%.

რაც შეეხება დანაშაულებს, რომელთა სტატისტიკა ყველაზე მეტად გაიზარდა:

ოჯახში ძალადობა – გაიზარდა 275%-ით

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა – 280%-ით

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 287%-ით

მუქარა – 394%-ით.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები