საზოგადოება

რა მოხდა ბაზალეთის ტბაზე: მაშველებმა წყლიდან მამაკაცის ცხედარი გამოიტანეს

18.07.18 18:00


ბაზალეთის ტბაში 46 წლის მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ადგილზე იმყოფებოდნენ მაშველები და სამართალდამცველები. მაშველებმა ცხედარი რამდენიმე წუთში გამოიტანეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები