საზოგადოება

ბარათაშვილის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

18.07.18 19:00


ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით შეიზღუდება, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები გასულ ღამეს დააწესა.

სუნთქვა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურებას ომს უცხადებს.

მათ, ვისაც ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირზე სურთ მოხვედრა, შსს ალტერნატიულ მიმართულებას სთავაზობს: ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.

ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს და გორგასლის ქუჩის გავლით კრწანისის მოედნის მიმართულებით ან ბარათაშვილის ხიდის მარცხენა პანდუსისა და გვირაბის გავლით ევროპის მოედნამდე, ევროპის მოედნიდან კი ღვინის აღმართის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით.

სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე ღვინის აღმართზე ავტოტრანსპორტის დგომა-გაჩერება აკრძალული იქნება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები