საზოგადოება

დიდუბის რაიონში 23 სკვერი მოეწყო

18.07.18 20:40


დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, 23 მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სკვერების ტერიტორიებზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი განახორციელეს და ლითონის დეკორატიური მოაჯირებით შემოსაზღვრეს.

მოსასვენებელ სკვერებში მოეწყო გარე განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. სკვერებში ასევე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ხოლო პატარებისთვის კაუჩუკის რბილ იატაკზე ატრაქციონები დამონტაჟდა.

საშემოდგომო გამწვანების პერიოდში, სკვერებში ასევე, გამწვანების აქციები მოეწყობა.

სკვერების სარებილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა „ჯეოპარკმა“ და „ინტერტექნოლოგმა“ 761 487 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები