პოლიტიკა

საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები შიდა პასპორტებით ისარგებლებენ

18.07.18 21:20


საქართელოს და უკრაინის მთავრობა ორ ქვეყანას შორის გადაადგილების მიზნით შიდა ბიომეტრიული პასპორტების დანერგვის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდა.

ამის შესახებ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ასეთი შეთანხმება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრე საენკოს და საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის იქნა მიღწეული, თბილისში 17 ივლისს. უკრაინა მზად არის განაგრძოს კონსტრუქციული დიალოგი და თანამშრომლობა არსებული საკითხების დახვეწის მიზნით, ასევე სატრანსპორტო მარშუტების განვითარებისთვის და ტვირთის გადაზიდვის საკითხში ბარიერების გადალახვისთვის. ამ კონტექსტში აქტუალური რჩება „ახალი აბრეშუმის გზის“ განვითარების საკითხი. ამგვარი სატრანსპორტო დერეფნების განვითარება უკრაინულ ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის“,-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აგრეთვე, აღინიშნა ამ სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები