ეკონომიკა

რუსეთი საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის კონტროლს ამკაცრებს

19.07.18 19:15


რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის კონტოლი მკაცრდება.

ამის შესახებ რუსული „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში რუსეთში აუცილებელი მოთხოვნების შეუსაბამო პროდუქციის შეტანის მცდელობა აღიკვეთა.

„ზედამხედველობის ფედერალური სამსახური, მომხმარებელთა უფლებების და მათი კეთილდღეობის დაცვის მიზნით, საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში შესული ალკოჰოლური ნაწარმოების ხარისხის შემოწმებას აწარმოებს.

2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლინდა ალკოჰოლური ნაწარმის პარტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას და ტექნიკურ რეგლამენტს არ შეესაბამებოდა.

აღნიშნული პროდუქციის პარტია, რომლის საერთო მოცულობა 16 ათას ლიტრს წარმოადგენდა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

ამოღებული პროდუქციის ხარისხის ანალიზი, წარმოების ტექნოლოგიის დარღვევაზე მიუთითებს, როგორც მწარმოებლების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან.

რუსეთში შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრდება“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.






წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები