საზოგადოება

გიორგი ჩოგოვაძე ევროპელ სტუდენტებს შეხვდა

20.07.18 20:20


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ევროპისქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა.

12 ქვეყნის სტუდენტი, მათ შორის გერმანელი, ესპანელი, იტალიელი, ჰოლანდიელი,ჩეხი და სერბი სტუდენტები საქართველოში ევროპის სტუდენტთა ფორუმი-თბილისის (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობით, საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტ„Drop of Wine from Mountain to Sea”-ის ფარგლებში იმყოფებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ადმინისტრაციის ახალისარეკლამო კამპანია „Emotions are Georgia “ წარუდგინა.

პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლებაევროპელ სტუდენტებში, რომელთა უმრავლესობა პირველად სტუმრობს საქართველოს.

ორი კვირის მანძილზე 45 სტუდენტი გაეცნობა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს. პროექტის ფარგლებში ევროპელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები, შეისწავლიან ქართულ ცეკვას და ქართული კერძების მომზადებას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები