საზოგადოება

სეს: ნესვის ნიმუშებში ნიტრატების გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა

25.07.18 21:05


სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო. აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი.

ლაბორატორიული კვლევის თანახმად, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა ნესვის ორ ნიმუშში, რომლებიც ბათუმსა და ქუთაისშია აღებული. ერთ შემთხვევაში ნიტრატების რაოდენობამ შეადგინა 480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში – 212 მგ/კგ (ნორმა – 90 მგ/კგ).

აღნიშნული შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

„ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. უკვე აღებული 20 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები