პოლიტიკა

LIBE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების შემდეგ გაიმართება

07.07.16 19:45


ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე კენჭისყრა ზაფხულის საპარლამენტო არდადეგების შემდეგ გაიმართება.

ამის შესახებ საუბარია პრესრელიზში, რომელსაც ევროპარლამენტი აქვეყნებს.
ინფორმაციის თანახმად, კენჭისყრამდე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი გადაუგზავნის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტს საკუთარ დასკვნებს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.

დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები