საზოგადოება
26.07.18 15:00
იოანე მახარობლის სახელობის ეკლესიას გორის რაიონის სოფელ ბობნევში ეროვნული კატეგორია მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა.
ტაძარი 1661-1683 წლებში აშენდა. ის განთავსებულია მდინარე ტანას მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ბუბნევთან. აგებულია დუღაბის სქელ ფენაში ჩაფლული კლდის ნამტვრევი ქვითა და რიყის ქვით. კარის წირთხლები კვადრატული ფორმის აგურითაა გამოყვანილი. ეკლესიის კარნიზი — მონაცვლეობით ბრტყლად და კუთხით დადებული აგურის ექვსი რიგითაა ნაწყობი (ე. წ. ხერხულა კარნიზი). ერთადერთი კარი სამხრეთ კედელშია. სამი ვიწრო სარკმელი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებშია გაჭრილი, მათგან მხოლოდ აღმოსავლეთისა სრულდება თაღით, დანარჩენი ორი — სწორკუთხა მოყვანილობისაა.
კრამიტით გადახურული სახურავი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სამხრეთ ფასადზე, კარის ზევით კედელში ჩადგმულ ფილაზე ხუთსტრიქონიანი მხედრული წარწერაა, რომელიც გვამცნობს, რომ ტაძარი იოსებ სააკაძემ. ტფილელმა მთავარეპისკოპოსმა (1620-1688) ააშენა.
ეკლესიის ინტერიერში, ნახევარწრიული აფსიდის ორსავ მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა, საკურთხეველში იატაკზე დგას ტრაპეზის ქვა. ინტერიერში ეკლესიის კედლები მხატვრობითაა დაფარული.
ეკლესიის კედლები წარწერებითაა დაფარული, კარის ქვეშ არის 14 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. რომელიც ძალზე დაზიანებულია.
ასევე შემორჩენილია იოსებ სააკაძის გამოსახულება.
ჩატარებულია საკონსერვაციო სამუშაო — შელესილობის ქიმები გამაგრებულია. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრების სცენა, მის ქვემოთ მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში ეკლესიის მამებია, სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის გამოსახულებაა.
ეკლესიის კედლებზე შემდეგი კომპოზიციებია: „ლაზარეს აღდგინება", „იერუსალიმში შესვლა", „ჯვარცმა"; „მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე", „ღმრთისმშობლის მიძინება", „ფერისცვალება", „სამი ჭაბუკი სახმილსა შინა", „მოსე სინას მთაზე", „ჯოჯოხეთს წარტყვევნა", „ამაღლება", „სული წმინდის მოფენა", „შობა", „მირქმა", „ნათლისღება" და სხვა.
კომპოზიციების ქვემოთ არის წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე. მხატვრობა თავისი სტილით ათონურ სკოლად გვაგონებს.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24