საზოგადოება

მარჯანიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

30.07.18 18:00


თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა, დამწვარია საოჯახო ნივთები.

ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები