საზოგადოება

თურქეთის 6 რეგიონში ჩაის სეზონზე საქართველოს 10 000 მოქალაქე მუშაობს

31.07.18 15:45


2018 წელს, ტრაპზონის საკონსულოს მონაცემებით, თურქეთის 6 გუბერნიის ჩაის პლანტაციებში საქართველოს 10 000 მდე მოქალაქე მუშაობს სეზონურად. 1000 კი ჩაის ქარხანაშია დასაქმებული. ამის შესახებ “აჭარის ტელევიზია” წერს.

ივლისის ბოლოს ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, სავარაუდოდ დასაქმებულთა დიდი ნაწილი უკან დაბრუნდება და თურქეთში სექტემბერში დაბრუნდებიან, სადაც ჩაის კრეფის ახალი სეზონი იწყება.

თურქეთში სეზონურად სამუშაოდ გადასულ საქართველოს მოქალაქეებთან ეტაპობრივად საინფორმაციო შეხვედრები იმართება. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტაციის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები