საზოგადოება

თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

31.07.18 19:00


თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა.

2-დან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მასშტაბით, 40 საჯარო ბაგა-ბაღი საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა. პროექტის ფარგლებშიო, მომსახურება 13 000-მა აღსაზრდელმა მიიღო.

სტანდარტული სწავლებისგან განსხვავებით, საზაფხულო ბაღების პროგრამა, ძირითადად, გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული - იმართებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: სპორტული თამაშები, მხიარული სტარტები, კონცერტები და სპექტაკლები. პროექტი პატარებისთვის მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებებით დასრულდა.

საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ბაღების მომსახურების მიწოდებას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ივლისის თვეში ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები