საზოგადოება
07.07.16 22:00
საქართველოს პროკურატურაში 58 სტაჟიორი დაინიშნა და ერთწლიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად საქართველოს პროკურატურის ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდა.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან – მამუკა ვასაძესთან და გიორგი გოგაძესთან ერთად სტაჟიორებს პირადად შეხვდა და სტაჟირების ეტაპის წარმატებით გავლა უსურვა.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 2015 წლის ბოლოს გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა 1364-მა მსურველმა მიიღო. 3-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად 58 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა.
სტაჟიორობის კანდიდატებმა გაიარეს ტესტირებები სპეციალობასა და ზოგად უნარებში, ბოლო ეტაპი კი საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიასთან გასაუბრება იყო.
კანდიდატთა შერჩევა მათი პროფესიული ცოდნისა და უნარების საფუძველზე მოხდა. სტაჟიორების კანდიდატებმა სტაჟიორებად დანიშვნამდე 2-თვიანი სპეციალური სასწავლო მომზადების კურსი გაიარეს. სწავლების ფარგლებში მათ მიიღეს ცოდნა როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების და პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო გამოსვლებისა და სხვა მნიშვნელოვან პროფესიულ თემებთან დაკავშირებით.
სასწავლო პროგრამა ორიენტირებული იყო მსმენელებისთვის იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც მათ სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. საქართველოს მთავარი პროკურატურა სტაჟირების კონკურსს პერიოდულად აცხადებს, რაც დაინტერესებულ პირებს დასაქმებისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში 452 პროკურორიდან 230, ხოლო 93 გამომძიებლიდან 47 ყოფილი სტაჟიორია. რაც შეეხება მენეჯერულ პოზიციებს, მათი უმრავლესობა ასევე სტაჟირებაგავლილ პირებს უკავიათ. მათ რიცხვში შედის მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 442
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24
-
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს
12:1115.05.24
-
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეს კანონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანის სიმბოლოა
11:4515.05.24
-
11:1615.05.24