მსოფლიო

ივლისში საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

14.08.18 18:05


მიმდინარე წლის ივლისის თვეში საუდის არაბეთმა შეამცირა ნავთობის მოპოვება მიუხედავად იმისა, რომ სამეფომ წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადო, რათა მოეხდინა ირანული ექსპორტის მოსალოდნელი დაცემის კომპენსირება. ამის შესახებ იუწყება Financial Times.

მეორადი წყაროს მონაცემებით, ივლისის თვეში საუდის არაბეთმა 52,8 ათასი ბარელით/დღე-ღამეში შეამცირა ნავთობის მოპოვება ივნისის თვის მაჩვენებელთან შედარებით 10,387 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

თვითონ სამეფოს მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში ნავთობის წარმოება შემცირდა 200,5 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 10,288 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.
ამასთან, ზოგიერთ ექსპერტთა მტკიცებით, საუდის არაბეთში მოპოვების ივლისის თვის მაჩვენებლები გაცილებით მაღალია - დაახლოებით 10,6 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

წყარო: ghn.ge

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები