საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში 50 სოფელი დაიტბორა

08.07.16 18:25


ძლიერი წვიმის შედეგად, იმერეთის დაახლოებით 50-ზე მეტი სოფელი დაიტბორა, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ვანის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის ზაზა ხურციძეზე დაყრდნობით.

იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე დღეა წვიმს. ყველაზე მეტად ვანის რაიონი და სოფლები: ციხესულორი, შუამთა, სალხინო, დიხაშმო დააზარალა, რაიონის ტერიტორიის დაახლოებით 80% დატბორილია.

ასევე განადგურებულია სავარგულები, ადგილობრივი მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.

გარდა ამისა კოკისპირულმა წვიმამ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც მოსახლეობას ენექტროენერგია არ მიეწოდება.

ვითარებას რაიონში უამინდობა ართულებს. ვანში ამ დრომდე წვიმს, რის გამოც, შესაბამის სამსახურებს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად პრობლემები ექმნებათ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები