საზოგადოება

თბილისის ისტორიას კლდეებზე აჩვენებენ

08.07.16 19:10


თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ამიერიდან თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ლეღვთახევის ხეობაში (აბანოთუბანი)ქალაქის ისტორიის ნახვას პირდაპირ კლდეებზე შეძლებენ.

10-დან 25 ივლისის ჩათვლით, საღამოს ცხრა საათზე ამ ადგილას თბილისის ისტორიის ვიდეოკადრებს აჩვენებენ.

კლდეებზე ნაჩვენები იქნება ძველი თბილისის ფოტოები, ვიდეოკლიპები საქართველოს შესახებ, დრონით გადაღებული კადრები, ასევე ქვიშით დახატული ქალაქის ისტორია და გასართობი ვიდეოანიმაცია.

პროექტის მიზანია, ტურისტებმა გაიცნონ ძველი თბილისის ისტორიული იერსახე, შესთავაზონ მათ საქართველოში არსებული უამრავი სხვა ადგილი, დაცული ტერიტორიები, ხუროთმოძღვრების ძეგლები და სხვა მრავალი.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროექტი ხელს შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები