საზოგადოება

საბავშვო ბაგა-ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციით 6000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა

08.07.16 20:15


საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი ტექნიკურად გამართულად მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპზე, 6 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა.

როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა მუშაობს უხარვეზოდ, რიგითობის პრინციპით.

„მოქალაქეები, რომელმაც შეავსეს სარეგისტრაციო ბლანკი და დააჭირეს ღილაკს „შემდეგი“, დგანან ვირტუალურ რიგში, სადაც თავდაპირველად რეგისტრირდება ის პირი, რომელმაც სხვაზე უფრო სწრაფად განახორციელა ეს პროცედურა.

სწორედ ამას უკავშირდება სისტემის პასუხი: „გთხოვთ, დაელოდოთ“. აღნიშნული პასუხის პირობებში, პროგრამას შეუძლია დაარეგისტრიროს იმდენი მოქალაქე, რამდენი ვაკანტური ადგილიც არის კონკრეტული ბაღის კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში.

სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ტექნიკური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ არ შეევსოთ სარეგისტრაციო ბლანკი და რეგისტრაციის დაწყებამდე გადაეტვირთათ. შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ სარეგისტრაციო ბლანკის ქვემოთ მოცემულ აპლიკაციაში, ბავშვის პირადი ნომრის მითითებით. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ბავშვის ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ, მიმართონ მათთვის სასურველ ბაღს და დატოვონ განცხადება სარეზერვო სიაში ჩასმის თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები