ეკონომიკა

ბათუმს ავიარეისების უპრეცედენტო რაოდენობა ელოდება

11.07.16 15:25


2016 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ავიარეისს მიიღებს. მხოლოდ ივლისის თვეში ბათუმის მიმართულებით 300-ზე მეტი ავიარეისი 22 მიმართულებიდან განხორციელდება.

ფრენები ძირითადათ დაგეგმილია რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ირანიდან, იუწყებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

2016 წლის 5 თვის მონაცემებით (იანვარ-მაისი) ბათუმის აეროპორტში სულ 788 ავიარეისი განხორციელდა, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34,9%-ით მეტია.

ჩამოფრენილ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-მაისში ბათუმის აეროპორტში 32,95% —ით გაიზარდა და 54 429 ადამიანი შეადგინა.

ბათუმის მიმართულებით განხორციელებული უპრეცედენტო რაოდენობის ფრენები ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.

მისი სიტყვებით, ეს წინსვლა ყველა პასუხისმგებელი ორგანოს — აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, Tav Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„ჩვენ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით 11 სამიზნე ქვეყანაში ვაწარმოებთ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს. შედეგები კი განსაკუთრებით კარგად ჩანს ყაზახეთისა და ისრაელის მაგალითზე“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

თუკი გასულ წელს ყაზახეთიდან საერთოდ არ გვქონდა ფრენები წელს ორი ახალი ავიაკომპანია ყაზახეთის 6 მსხვილი ქალაქიდან ანხორციელებს ფრენებს. ორი ახალი ავიაკომპანია დაგვემატა ისრაელიდან და წელს პირველად ფრენები დაიწყო ასევე არაბეთის გაერთიანებული ემირატებიდანაც, განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.
2012 წელს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 3 სამიზნე ქვეყანაში (პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი) ანხორციელებდა მარკეტინგულ კამპანიებს, დღეს ეს ციფრი კი 11-მდეა გაზრდილი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 379


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები