ეკონომიკა

საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია სავარაუდოდ 9 სექტემბერს გახდება ცნობილი

07.09.18 16:05


პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, 9 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვას კვირას გეგმავს, სადაც განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ის იქნება, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი რა ფორმით ჩაერთვება.

არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზეც გაიმართება.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები