საზოგადოება

10 ივლისიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება შეწყდება

11.07.16 17:05


10 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება შეწყდება. ამის შესახებ ნათქვამია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის, „გაზპრომ არმენიას“ ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე რუსული გაზის ტრანზიტი საქართველოში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეწყდება, რის შესახებაც ქართულმა მხარემ „გაზპრომ არმენიას“ ოფიციალურად აცნობა.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოფიციალურად აცნობა კომპანია „გაზპრომ არმენიას“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით შეწყვეტაზე 2016 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე, რაც უკავშირდება დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ყაზახი-საგურამოზე“ სახაზო ჩამკეტი არმატურის შეცვლას და მეწყერის ჩამოწოლის რაიონში ახალი მონაკვეთის მიერთებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„გაზპრომ არმენიას“ ცნობით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სომხეთი გაზის სარეზერვო მარაგს გამოიყენებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები