საზოგადოება

საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

11.07.16 17:25


დღეს საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, დღეს უამინდობაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია დასავლეთის ძლიერი ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან 17-22მ/წმ.

როგორც ნინო წვერავამ აღნიშნა, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ძლიერი- 17-22მ/წმ.

”თბილისში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დღის მეორე ნახევრიდან დროგამოშვებით 17-22 მ/წმ.

12-13 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, თუმცა, ზოგან მაინც შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, თუმცა ეს არ იქნება ძლიერი”, - განაცხადა ნინო წვერავამ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 ივლისს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიდარებს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები