საზოგადოება

ხორავა დასკვნით შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა

11.07.16 17:35


თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ბაჩანა ხორავა, რომელიც საქართველოს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე სიგრძეში ხტომაში წარადგენს, თურქეთში დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 21 ივლისის ჩათვლით დაჰყოფს, განუცხადა სპორტსმენმა Sputnik-ს.

„ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვე. გადავწყვიტეთ, არ გამერისკა და ფსონი ოლიმპიადისთვის მზადებაზე გამეკეთებინა. ახლა თითქოს ყველაფერი კარგადაა. არის პატარა პრობლემები, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშების დაწყებისთვის სრულს წესრიგში ვიქნები. თურქეთში თითქმის ორი კვირა ვიქნები. 22 ივლისს თბილისში ვბრუნდები, ხოლო 26 ივლისს უკვე რიოში მივფრინავთ“, — განაცხადა მძლეოსანმა.

ხორავამ რიოს ოლიმპიადის ლიცენზია წელს, საქართველოს ჩემპიონატზე მოიპოვა. მისი შედეგი იყო 8 მეტრი და 25 სანტიმეტრი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები