პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე - გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე

14.09.18 16:30


მე გპირდებით, რომ განათლების რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, - ამის შესახებ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ღონისძიებაზე განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე - ტერიტრიული მთლიანობის აღდგენა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები.

შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და მე გპირდებით, რომ ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ამიტომ, დღეს, ამ წმინდა ადგილას, მე და ჩემი გუნდი წარმოვადგენთ განათლების სისტემის რეფორმის ხედვის“, - განაცხადა პრემიერმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები