პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და არა პირიქით

17.09.18 17:15


პრეზიდენტობის დამოუკიდებლმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საარჩევნო შტაბი გახსმა.

შტაბის გახსნაზე ზურაბიშვილმა მის მიერ წინა პერიოდში 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები განმარტა.

მისი თქმით, რუსეთის მიმართ მისი დამოკიდებულება 60 წელზე მეტია უცვლელია.

“საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ასევე მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა, ხომ ვერ მეტყვით - რა თქმა უნდა, რუსეთისგან დაცვა. რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვამბობ, ამას ვამბობ დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი. 1921 წელს, როდესაც დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი და, რის გამოც ჩემი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოდან და მე დავიბადე საფრანგეთში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წელს, როდესაც კიდევ ერთხელ ერთხელ დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი.

„ასევე, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც შეიძლება, ყველაზე კარგად ვიცი, ყველა საერთშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, "საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყოო, ცხადია, რუსეთმა და რატომო? რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით, საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, არასდროს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, ერთი და ერთი ორი არის, რომ ამაზე ვინ შეიძლება დაობდეს და ეს არასდროს არ ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე, არც მე და არცერთი ქართველი ამას არ დაუშვებს, რომ თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო და ვისი ინტერესია, მე ამას შეგეკითხებით, რომ ამ საკითხზე შეიქმნას სრული წარმოდგენა ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, რაც კიდევ უარესია, რომ თურმე საქართველოში ამ საკითხის მიმართ დაყოფილი არის აზრი", სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაშინდელმა ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციას წამოეგო.

„მე, როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. სიტყვებს აქვს რაღაც თავისი მნიშვნელობა, როგორც ჩანს, ცოტა ძნელი გასაგები, ვამბობ, რომ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა ან დიდი შეცდომა ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამოაცხადა, რაც არასწორი იყო, თუმცა, მისივე თქმით, ამის შესახებ კითხვები არ ისმევა.

„ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლოების დავების წარმართვის დროს, შეიძლება ჩემი ართქმული, კიდევ ერთხელ, ციტატები შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ არ თვლის, რომ იმდროინდელი განაცხადები ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის და ა.შ. იმათმა ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება, რომ ავნოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში და რატომ ამაზე არა ვფიქრობთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები