პოლიტიკა

„საქართველო უნდა გახდეს მედეას აკვანი, ამ დარგში ჯდება მედიკალური პლანტაცია“ - სალომე ზურაბიშვილი

19.09.18 12:00


„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი მარიხუანას კულტივაციის საკითხს ეხმაურება და ამ მიმართულებით მმართველი ძალის მიერ მომზადებულ კანონპროექტს იზიარებს.

“რაც ეხება უშუალოდ პლანტაციას - მე მაქვს სხვა მოსაზრება, საერთოდ იმისი, რომ საქართველო უნდა გახდეს მედეას აკვანი, როგორც არის ღვინის აკვანი და ამ მთლიანად სამედიცინო, ბალახეული წამლების წარმოება, ჩვენი ბალნეოთერაპია, მთელი ეს მთლიანი დარგი, რომელიც არის ჩვენი, მედეადან წამოსული, ამიტომ გვყავს ამდენი წარმატებული ექიმები უცხოეთში, ეს დარგი არის ჩვენი მომავალი, ამ დარგში ჯდება ამ ტიპის მედიკალური პლანტაცია, ამისი კონტროლი შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, რამდენად არის ეს გააზრებული, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზულად დასაზუსტებელი და პირველ რიგში, მე როგორც კი ვიქნები პრეზიდენტი, ამ კამპანიას ჩავუდგები სათავეში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ახალგაზრდების მომავალი, ჩენი დემოგრაფია არის საკმაოდ მძიმე, არ გვაქვს უფლება, ეს ახალგაზრდები მივუშვათ - მიდი და გააბოლე"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები