საზოგადოება

შსს-ს თანამშრომლებმა იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

11.07.16 19:05


1991 წელს დაბადებული თბილისელი ვაჟა გ.-ს ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ორი არარეგისტრირებული პისტოლეტი და ერთი გლუვლულიანი სანადირო თოფი, იუწყება საქართველოს შსს-სპრეს-სამსახური.

გარდა იარაღისა, მას ასევე აღმოაჩნდა 27 საბრძოლო ვაზნა. ვაჟა გ. აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით). დანაშაული ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები