ეკონომიკა

რეი უოშბერნი: საქართველოს ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის

19.09.18 13:45


საქართველო ყველაზე წარმატებულად მიგვაჩნია, რადგან ეკონომიკა ღია და გახსნილია ბიზნესის კეთებისთვის.

ამის შესახებ ოპიკ-ის პრეზიდენტმა რეი უოშბერნმა განაცხადა.

"ჩვენები პროექტებს ნახულობდნენ. ამჟამად რამდენიმე პორტის თემა განიხილება კაპიტალდაბანდებისთვის. სამაცივრო მეურნეობებშიც გვსურს ინვესტიციების განხორციელება.

საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებითაც გვსურს საქმიანობის განვითარება. ამდენად, ძალიან აქტიურნი ვართ. სამომავლო პროექტები განიხილება ამჟამად და ძალიან გვახარებს ქვეყნის მიერ მიღწეული წინსვლა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები.

ჩვენი პრიორიტეტებია ლოგისტიკა და საქართველოს ვაჭრობისა და პორტების ცენტრად მივიჩნევთ. ეს თემა ჩვენთვის ძალიან აქტუალურია. ლოგისტიკა, ტურიზმი, საქონლის ტრანსპორტირების ცივი ჯაჭვი, სამაცივრე მეურნეობები. მიგვაჩნია, რომ ეს აგრარულ სექტორსაც და ექსპორტსაც წაადგება. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ გასულ წელს 8 მილიონამდე ტურისტი ჩამოსულა 3.5 მილიონიან ქვეყანაში. ამდენად, დიდი იქნება სასტუმროებზე მოთხოვნა, რასაც ჩვენ უკვე ვაფინანსებთ. ბევრი სასტუმროს მშენებლობა და ფუნქციონირება დაგვიფინანსებია საქართველოში და ამ მიმართულებით საქმიანობის გაზრდას ვაპირებთ",-განაცხადა უოშბერნმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები