საზოგადოება

ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

11.07.16 19:15


ბარნოვის ქუჩაზე გზის შეკეთების გამო, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება იწყება.

შესაბამისად, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს: კაკაბაძის ქუჩიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით მოძრავი N4, N67 და N131 სამარშრუტო ტაქსები მაყაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის, შანიძის, ხორავასა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით განაგრძობენ გზას ბარნოვის ქუჩაზე.

ამასთან, ბარნოვის ქუჩიდან კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსები კი პეტრიაშვილის, გოგებაშვილისა და მაყაშვილის ქუჩების გავლით გადაადგილდებიან.

როგორც მერიაში განმარტავენ, შანიძისა და პეტრიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი. მოქალაქეები გადაადგილებას დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით შეძლებენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები