საზოგადოება

თბილისის სავიზიტო ბარათად ვახტანგ გორგასლის ძეგლი და მეტეხი დასახელდა

11.07.16 20:20


საქართველოს დედაქალაქის სავიზიტო ბარათად მეტეხი და ვახტანგ გორგასლის ძეგლი დასახელდა — ასე მიიჩნევს Sputnik-ის ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის „რას თვლით თბილისის სავიზიტო ბარათად?“ მონაწილეთა 29,8%.

ხმათა 23%-ით მეორე ადგილზეა ძველი თბილისი და აბანოთუბანი.

შემდეგ Sputnik-ის მკითხველმა უპირატესობა მიანიჭა ნარიყალას (17,4%), სამების ტაძარს (12,9%), თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირს (7,9%).

შარდენის ქუჩაზე ღამის ბარები თბილისის სავიზიტო ბარათად გამოკითხულთა 3,4%-ს მიაჩნია.

დანარჩენ 5.6%-ს ზემოთ დასახელებული ღირსშესანიშნაობებიდან რომელიმეს შერჩევა გაუჭირდა და ხმა მისცა „სხვას“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები