პოლიტიკა

პრეზიდენტობის კანდიდატები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ

25.09.18 15:00


დღეს ტელეკომპანია „იბერიას" ოფისში გაიმართა ტელეკომპანია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელების, აგრეთვე პრეზიდენტობის კანდიდატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან.

შეხვედრაზე განიხილეს ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად საზოგადოების არნახული ინტერესისა, დღემდე ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია ზემოაღნიშნულ საკითხზე.

შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტობის კანდიდატებმა და ოპოზიციურმა პატიებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მიმართვას, რომლითაც მოითხოვეს ტელეკომპანია „იბერიაზე" და „ომეგა ჯგუფზე" არსებული ზეწოლის შეწყვეტა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები