საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი განახლებული ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება

11.07.16 20:30


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი განახლებული ზოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

ღონისძიება, 11 ივლისს, 16.30 საათზე გაიმართება. როგორც „კვირას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს” შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები