საზოგადოება

საქართველო-რუსეთის საზღვარი დროებით დაიკეტება

11.07.16 21:20


საქართველოს სამხედრო გზაზე დღეს ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის გზაზე რაიმე დაბრკოლება არ არის.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება დადგენილი წესით მიმდინარეობს.

კოკისპირული წვიმებისა და ღვარცოფის გამო 23 ივნისს მდინარე თერგმა კალაპოტი შეიცვალა და საქართველოს სამხედრო გზის 134-ე–135-ე კმ-ზე მონაკვეთი მთლიანად წალეკა. საავტომობილო მოძრაობა 6 ივლისს აღდგა. გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია 05:30 საათიდან 20:00 საათამდე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები