საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ბაბუა გახდა

11.07.16 21:30


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაბუა გახდა. ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ერთი საათის წინ შემეძინა შვილიშვილი! უზომოდ ბედნიერი ვარ! ჩემს პატარა გოგონას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!“, — დაწერა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა მაკა ჩიჩუასთან ურთიერთობები ოფიციალურად მას შემდეგ გააფორმა, რაც სახელმწიფოს მეთაური გახდა. ჩიჩუა მხატვარი, ვიზაჟისტი და მსახიობია.

2015 წლის თებერვალში მათ ვაჟი — თეიმურაზი შეეძინათ. პრეზიდენტს ქალიშვილი ანა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები