საზოგადოება

ავტოავარია თბილისში ტრაგიკული შედეგით დასრულდა

09.10.18 14:00


თბილისში, წერეთლის გამზირზე Opel–ის მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს–ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

შემთხვევა ორშაბათს, საღამოს მოხდა. შსს–ს ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე არასათანადო ადგილას გადადიოდა. ავტომობილის მძღოლი არ მიიმალა და საპატრულო პოლიციას დაელოდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები