საზოგადოება

პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის 1 იანვრამდე გაგრძელდება წაიკითხეთ სრულად

09.10.18 16:45


“იუსტიციის მინისტრის ბრძანებით,პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციაგარკვეული კატეგორიისმოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდეგაგრძელდება. მიმდინარე წლის 1 მარტს საარჩევნო სიის დახვეწის მიზნითდაწყებული აქციის ფარგლებში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უკვე 98 246-მა(ოთხმოცდათვრამეტი ათას ორასორმოცდაექვსმა) მოქალაქემ უფასოდ მიიღო. აქციის ვადის გაგრძელებასთანდაკავშირებით განცხადება სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტოსთავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გააკეთა.მან მიღწეული შედეგები შეაფასა დაგანმარტა, თუ ვის შეეხება აქცია. აქციის ფარგლებში საფასურის გადახდისგანთავისუფლდებიან: • საქართველოს ის მოქალაქეები, მათ შორის,არასრულწლოვნები, რომელთაც 1იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი, ვისსახელზეც 2018 წლის 1 მარტამდეგაცემული არ იყო საქართველოსმოქალაქის პირადობისდამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; • მოქალაქეები, რომელთა პირადობისდამადასტურებელი დოკუმენტებისფოტოსურათები გამოუსადეგარია(უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახებასააგენტოს მონაცემთა ელექტრონულბაზაში; · რეგისტრაციიდან მოხსნილი, გაუქმებულიპირადობის დამადასტურებელიდოკუმენტის მქონე მოქალაქეები, თუისინი დარეგისტრირდებიან კორექტულმისამართზე; · მისამართის გარეშე რეგისტრირებული,გაუქმებული პირადობისდამადასტურებელი დოკუმენტის მქონემოქალაქეები, თუ ისინიდარეგისტრირდებიან კორექტულმისამართზე; · მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთიურიდიული ძალის მქონე არც ერთიდოკუმენტი; · ის პირები, რომლებიც რეგისტრირებულიარიან საქართველოს ოკუპირებულტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებითგადაადგილებული პირის სტატუსს,ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობისმოწმობა.

აღნიშნული პირები აქციითისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინიდარეგისტრირდებიან საქართველოსარაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულკონკრეტულ მისამართზე; ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, ამიტომ საარჩევნო სია მუდმივად იხვეწება. აქციის მიზანია,საარჩევნო ბაზების დახვეწასთან ერთად, მოქალაქეების თანამედროვე დასანდო ელექტრონული დოკუმენტითუზრუნველყოფა. ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების მოქალაქეებს საშუალებაეძლევათ, აღნიშნული დოკუმენტი 1იანვრამდე სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ. 2014 წლიდან საქართველოშიფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებსდა ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება.შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტისქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთიამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავსარჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე. წ.კარუსელს. იუსტიციის მინისტრის ინიციატივითგანხორციელებული ღონისძიებებისშედეგად, უკანასკნელი 4 წლისგანმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთაბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა; 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცაელექტრონული პირადობის მოწმობა;აქედან, 1 500 000-მდე ელექტრონულიპირადობის მოწმობა, საქართველოსიუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით,გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.მოქალაქეები მთლიანად ან ნაწილობრივგათავისუფლდნენ როგორც დოკუმენტის,ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგადახდისაგან. დღეის მდგომარეობით, საქართველოსსაარჩევნო უფლების მქონე 2 600 000-ზე მეტიმოქალაქე პირადობის ელექტრონულმოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე მოქალაქე − საქართველოსმოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაცსერვისების განვითარების სააგენტოსბაზებში 2 900 000-მდე ზუსტი და უტყუარიმონაცემის არსებობას ნიშნავს. თუმხედველობაში მივიღებთ, რომ დღეს ბაზაში3 557 306 პოტენციური ამომრჩეველია,შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნომონაცემების უდიდესი ნაწილიდაზუსტებული და უტყუარია, რაც, თავისმხრივ, ხელს უწყობს არჩევნების სანდოპირობებში ჩატარებას. რაც შეეხება მიმდინარე აქციით სარგებლობისმსურველ მოქალაქეებს, მათ უნდა მიმართონიუსტიციის სახლებს, სახელმწიფოსერვისების განვითარების სააგენტოსტერიტორიულ სამსახურებს ანსაზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისასმოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორცპირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათისგადაღების საფასურის გადახდისაგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდერთხელ შეუძლია”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები