საზოგადოება

პეტერ ფელდმანი: თბილისი უძველესი და ულამაზესი ქალაქია

09.10.18 17:00


“ანბანით მოთხრობილი საქართველო” – სულ მალე ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება.

საერთაშორისო კულტურული ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს დელეგაციას ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ფრანკფურტის მერიაში გამართულ საზეიმო მიღებას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

“ქართული დამწერლობა არის შედევრი, რომელიც იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. საპატიო სტუმრის პროგრამა საქართველოს აძლევს საშუალებას, მსოფლიოს გააცნოს ქართული კულტურის სიღრმეები. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ულამაზესია. მინდა, მის წარმომადგენელს განსაკუთრებით მივესალმო”, – განაცხადა ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა საზეიმო მიღებაზე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები