საზოგადოება

ფედერიკა მოგერინი - სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც

10.10.18 11:00


სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე განაცხადა.

ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ფრანკფურტის წიგნის 70-ე გამოფენის გახსნა.

"ძალიან გულწრფელი მინდა ვიყო. ყოველთვის ასეთი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგან გულითადი სათქმელი მინდა გაგანდოთ. როდესაც მოსაწვევი მივიღე, გავიფიქრე - რამხელა პატივი მარგო განგებამ. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რატომ მე და ორი მიზეზი ვიპოვე პასუხად. ორივე აშკარა და ცხადია. პირველი ის გახლავთ, რომ სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც.

მეორე ის გახლავთ, რომ სადაც ადამიანის უფლებებს ზეიმობენ, წარმოაჩენენ ან იცავენ, სწორედ იქ უნდა იყოს ევროკავშირი", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

მსოფლიოში უდიდეს წიგნის ბაზრობაზე, The Frankfurt Book Fair-ზე საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს, რაც უდიდესი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას მარტო გასულ წელს 100-ზე მეტი ქვეყნის 7 ათასზე მეტი მონაწილე ჰყავდა, ვიზიტორების რაოდენობა კი 290 ათასამდე იყო. ასეთ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველოს წარმოდგენას უდიდესი კულტურული მნიშვნელობა აქვს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას, ტურისტული ნაკადების გაზრდას და უმდიდრესი კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმოჩინებას საერთაშორისო ბაზარზე.

ფესტივალის ათასობით დამთვალიერებელი კიდევ ერთხელ იხილავს რომ საქართველოს არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა რომელიც რომელიც გამოირჩევა უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობით, ისტორიით, მრავალფეროვანი ბუნებით და საოცარი სტუმართმასპინძლობით, ქვეყანა, რომელიც იზიდავს მილიონობით საერთაშორისო მოგზაურს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები