პოლიტიკა

გივი მიქანაძემ ASGP-ის წევრებს საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

16.10.18 16:15


ჟენევაში პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრები გრძელდება.

დღეს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ, ასოციაციის წევრებს, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც ქვეყნებში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილებოდა, სიტყვით მიმართა და დეტალურად გააცნო საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმების შედეგები.

გივი მიქანაძემ ისაუბრა საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებაზე. მან კოლეგებს გააცნო საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით დაფუძნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატებს შორის გაფორმებული მემორანდუმისა (თბილისის მემორანდუმი) და დაფუძნებული ქსელის თაობაზე.

დეტალური ინფორმაცია იქნა გაზიარებული ქსელის მიზნებისა და აქტივობების, აგრეთვე უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულ ინიციატივას კოლეგა აპარატის უფროსების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ინტერესი გამოხატეს ამ ტიპის ფორმატის მიმართ და ხაზი გაუსვეს გაზიარებული გამოცდილების ეფექტურობას.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები