პოლიტიკა

ქართული ოცნების კვლევით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს

19.10.18 11:30


ქართულმა ოცნებამ შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ შემდეგი მხარდაჭერა დაფიქსირდა: სალომე ზურაბიშვილი: 27, გრიგოლ ვაშაძე: 10%, დავით ბაქრაძე: 9%, სხვა კანდიდატები 6%.

როგორც პარლამენტში ფრაქცია„ქართული ოცნების” თავმჯომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 48%-ს.

„შესაბამისად, ე.წ. ალოკაციის მეთოდით, რომელიც გვიჩვენებს არჩევნების მოსალოდნელ შედეგს, დაფიქსირდა კანდიდატების მხარდაჭერის შემდეგი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი: 53%, გრიგოლ ვაშაძე 19%, დავით ბაქრაძე 17%, სხვა კანდიდატები 11%. აღნიშნული მონაცემები იძლევა შემდეგი დასკვნების გამოტანის საშუალებას: სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, მეორე ადგილზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ ნაციონალური მოძრაობის ორივე შტოს, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კანდიდატებს”- განაცხადა მდინარაძემ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები