საზოგადოება

როგორ მოვამზადოთ ექიმები - საქართველოს შვიდწლიანი გეგმა

19.10.18 13:00


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ახალი კონცეფცია წარმოადგინა წარმოადგინა, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზაზა ბოხუამ და მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ ამ მიმართულებით უწყების ხედვა წარმოადგინეს.

მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში რიგი სისტემური რეფორმები გატარდა, ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები - ექიმების დიდი რაოდენობა და ექთნების ნაკლებობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი მიზანი 2025 წლისთვის არის საჭირო რაოდენობით კვალიფიციური კადრების წარდგენა, სამედიცინო საგნმანათლებლო პროცესის ჰარმონიზაცია ევროკავშირისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებთან.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ქართველი ექიმების კვალიფიკაცია უნდა აღიარონ საერთაშორისო დონეზე, აღნიშნავენ სამინისტროში.

უახლოეს შვიდ წელიწადში ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებში ასევე შედის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ამოქმედება, ჩამოყალიბდეს საექთნო ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემა.

ამ მიზნების მისაღწევად ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს.

კერძოდ, ქვეყანაში მომზადდება ადამიანური რესურსების განვითარების მრავალწლიანი გეგმა.

გაუმჯობესდება სახელმწიფო სერტიფიცირებისა და კვალიფიცირების გამოცდების ჩატარების ფორმატი. ამას გარდა. ექიმების სახელმწიფო სერტიფიკატი უვადო აღარ იქნება.

С ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მედდების ადამიანური რესურსების პროფესიული რეგულირების სისტემის ჩამოყალიბებსთვის, ასევე აპირებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით გაჩნდება ექთნების საქმეების მარეგულირებელი ორგანო, მომზადდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, მოხდება ექთნების რეგისტრაცია და მათთვის ლიცენზიების გაცემა. კერძოდ, ექთნების რეგისტრაცია და ლიცენზირება 2020-2025 წლებში დაიწყება.

ირაკლი თედორაძე: არ მახსოვს ექიმისთვის ვინმეს ბრალი არაპროფესიონალიზმში დაედოს.

ქვეყანა ყველანაირად შეუწყობს ხელს მედდების სამაგისტრო პროგრამების დანერგვას. ამასთან, გაიზრდება ამ პროგრამებისადმი ფინანსური ხელმისაწვდომობა.

2025 წლიდან ექთნების რეგისტრაცია და ლიცენზირება ვადიანი გახდება (ხუთწლიანი). ასევე, შეიქმნება გაიდლაინები და მუშაობის ოქმები ექთნებისთვის. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აპირებს ექთნის/ბებიაქალის პროფესიის პოპულარიზაციას.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები