საზოგადოება

რუსმა ოკუპანტებმა ლომისას მამათა მონასტერთან ბერ-მონაზონი და მრევლის წევრი გაიტაცეს

22.10.18 11:00


ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველ არხი" ავრცელებს.

გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.

ოკუპანტებმა 18 წლის მორჩილი გურამ ლობჯანიძე მაშინ დააკავეს, როდესაც ის წყაროზე წყლის ამოსატანად იყო ჩასული. მამა პავლე (იოსებ ტეტელოშვილი) მის დასახმარებლად ჩავიდა, თუმცა, მისი თხოვნის მიუხედავად გაეთავისუფლებინათ მორჩილი, ისიც დააკავეს და რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები