საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, 25 ოქტომბერს კი, ძლიერი ქარია მოსალოდნელი

22.10.18 16:00


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მათივე ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინიპტიკოსების ინფორმაციით, თბილისში 22 და 24 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები