საზოგადოება

Samsung-მა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ჰოლოგრამა წარადგინა

23.10.18 10:45


„სამსუნგ ელექტრონიქსის“ კავკასიის კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში განახლებული დიზაინის, სპეციალურად საქართველოსთვის წარმოებული ჰოლოგრამა წარადგინა. ახალი ჰოლოგრამის პრეზენტაცია King David ბიზნეს ცენტრში გაიმართა და მას მასპინძლობდა სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ჩამოსული „სამსუნგ ელექტრონიქსის“ კავკასიის კომპანიის პრეზიდენტი ჯეისონ ლი.

განახლებული ჰოლოგრამა სპეციალურად ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის – წარწერები ქართულ ენაზეა, ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაციაზე განაცხადეს, „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან. ასევე, პროგრამები და აპლიკაციები მორგებულია ადგილობრივ ბაზარს. ჰოლოგრამიან სმარტფონებს მოჰყვებათ დამტენი მოწყობილობა, რომელიც ადაპტირებულია ადგილობრივ ელ-ქსელებზე. ასე რომ, თქვენ აღარ მოგიწევთ გაუგებარი წარმომავლობის დამტენების, ან ელექტრო გადამყვანების შეძენა.

„სამსუნგი“ ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ოფიციალური პროდუქტის შეძენის შემთხვევში ავტორიზირებულ სერვის ცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, სამსუნგის პარტნიორ მაღაზიათა ქსელებში, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს განსაკუთრებულ საჩუქრები და , ფასდაკლებები, და ისარგებლოს აქციებით როგორიცაა მაგალითად Trade-In და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

King David ბიზნეს ცენტრში გამართულ პრეზენტაციას ქართული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი დაინტერესდნენ თუ რომელი კომპანიები არიან „სამსუნგი ელექტრონიქსის“ ოფიციალური პარტნიორები საქართველოში და არის თუ არა მათ შორის ქსელი „ზუმერი“.

როგორც „სამსუნგის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, „ზუმერი“ არ არის „სამსუნგის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

„სამსუნგი ელექტრონიქსის“ ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: „ალტაოქეი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრომარტი“, „მაგთი“, „სმაილი“ და ყველა სხვა მაღაზია, რომლებშიც „სამსუნგის“ სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ჰოლოგრამით იყიდება.





წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები