საზოგადოება

საქართველოში თვალის დაავადებების სტატისტიკა გაიზარდა

23.10.18 17:10


ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში თვალის დაავადების მქონე რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი თითქმის 90 ათასით გაიზარდა. 2008 წელს 35 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა იყო, 2017 წელს რიცხვმა 125 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვალის დაავადებების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი ბავშვებშიც ფიქსირდება. ექიმები ამას ომპიუტერისა და მობილური ტელეფონის აქტიურად გამოყენებას უკავშირებენ და განმარტავენ, რომ ელექტრონული მოწყობილობების მოხმარებისას თვალი განსაკუთრებით დაძაბულია.

პაციენტების უმრავლესობას თვალის სიმშრალე, ცრემლდენა და მხედველობის გაუარესება აწუხებთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ წელს ბავშვებში თვალის დაავადებების ახალი რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 41 000 გადააჭარბა.

საყოველთაო ჯანდაცვა ამჟამად გლაუკომის და კატარაქტას ოპერაციებს აფინანსებს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები