ანალიტიკა

ერევნის-ერებუნის კომედია „2800 წელთან“ და ახალ კომისკოს მერთან ერთად

25.10.18 15:55


ერევანი პომპეზურად აღნიშნავს, ვითომ 2800 წელს. ქალაქის ახალი ხელძღვანელობა ცდილობს მთელს მსოფლიოზე მოახდინოს „ერევნის უძველესობის“ პროპაგანდირება. სულ ცოტა ხნის წინ, 2018 წლის 23 სექტემბერს დედაქალაქის ახალ მერად არჩეულ იქნა პროფესიონალი მსახიობი კომიკოსი აიკ მარუტიანი. თანაც მან მიიღო არა სასაცილო ხმების რაოდენობა - 81,6%.

გასაგებია, რომ მარუტიანი გადიოდა არჩევნებზე ფაშინიანის „რევოლუციური“ მოძრაობიდან „ჩემი ნაბიჯი“, მაგრამ ხმათა ამდენი პროცენტი, რომელიც იუმორისტმა მიიღო, ბევრს ამბობს ერევნის ახლანდელი მაცხოვრებლების შესახებ, რომლებმაც, რატომღაც ჩათვალეს, რომ მასხარა ყველაზე კარგად გაუმკლავდება ქალაქურ პრობლემებს.

ახალი ქალაქის ხელმძღვანელი, არსებითად, გახდა იმ კომედიის სიმბოლო, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება თამაშობს უკვე არა ერთი ათწლეულია საკუთარი დედაქალაქის „ძირძველობასთან“ დაკავშირებით. სომხურ მედიაში ყველგან ხაზი ესმევა, რომ „ერევანი რომზე ძველია“, კინაღამ ნინევიისა და ვავილონის ხელაა. და თანაც 2800 წლის „ანტიკურობა“ სომეხ ნაციონალისტებს ცოტად მიაჩნიათ. ახლა უკვე ცდილობენ ამ ასაკს მიუმატონ კიდევ რამოდენიმე ათასი წელი და ერევნის დაბადების დღე ნოეს დროსთან დააკავშირონ.

ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა თუ არ ყოფილიყო ასე საწყენი. ერევანი - ერთადერთი ძველი ქალაქია მსოფლიოში, სადაც არ დარჩა არც ერთი ადამიანი მკვიდრი ხალხისგან და პრაქტიკულად არც ერთი ისტორიკული ძეგლი, რომელიც 100 წელზე მეტია.

მაგალითად, იგივე რომში, რომელთანაც ერევნის შედარება უყვართ სომეხ ნაციონალისტებს, უცხოელთა შთამომავლების გარდა ცხოვრობენ ასევე მათთან შერეული ძველი რომაელების შთამომავლები. ამჟამინდელი ერევნის ბედი იგივეა, რაც თუ რომი შეიპყრობდა რომელიმე ჩამოსახლებულ ბარბაროს ერს, გაანადგურებდა ან გააძევებდა ყველა მკვდირს ქალაქიდან, გაასწორებდა მიწასთან ყველა ისტრორიულ ძეგლს და „ნულიდან“ შექმნიდა შეპყრობილი ქალაქის „ძველ ისტორიას“.

სწორედ ეს მოხდა ერევანთან. როდესაც ერევანი, უფრო სწორად აზერბაიჯანული ირევანი შეუერთდა რუსეთის იმპერიას, სომხური მოსახლეობა ქალაქში პრაქტიკულად არ იყო. ეს იყო ტიპიური აზერბაიჯანული ქალაქი. მე-18 საუკუნეში კი მისი ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა იყო არანაკლები, ვიდრე სხვა აზერბაიჯანული სახანოებისა - ისეთი ქალაქების, როგორიცაა ბაქო, განჯა, ყუბა, შაქი, შუშა.

სამწუხაროდ, რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ წინდაუხედავად გადაწყვიტა გააკეთოს ფსონი სამხრეთ კავკასიაში სომეხი ჩამოსახლებულის დასახლებაზე. თანაც ასახლებდნენ ჩამოსულ სომხებს არამხოლოდ აზერბაიჯანელთა მიწებზე, არამედ , თითქოს, ერთმორწმუნე მართლმადიდებელ ქართველთა მიწაზეც. ფაქტობრივად, აძლევდნენ საკუთარ ერთმორწმუნეებს მათ სრულ ექსპლუატაციაში და აძლევდნენ საშუალებას დაიპყრონ ქართული მიწები და ქართული ეკლესიები.

თუ მართლმადიდებელი ქართველები ვერაფერს აკეთებდნენ თავხედი სომეხი ჩამოსახლებულების ექსპანსიაზე, მითუმეტეს აზერბაიჯანელი-მუსლიმები ვერ ეწინააღმდეგებოდნენ მას. ირევანის სახანოს მიწები სწრაფად დასახლდნენ ჩამოსული სომხური ელემენტით. მაგრამ 1918 წლამდე ირევანი (ერევანი) მაინც რჩებოდა აზერბაიჯანულ ქალაქად. არავის შეეძლო წარმოედგინა, რომ ქალაქი ირევანი დარჩება არამხოლოდ მკვიდრი მოსახლეობის გარეშე, მაგრამ ასევე პირისაგან მიწისა წაშლილი იქნება ყველა არქიტექტურული ძეგლი და მისი წარმოშობის შესახებ ნებისმიერი ხსენება.

ახლა ყველა „ისტორიული“ ძეგლები, რომლებიც არის ერევანში არის ახალშექმნილი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ნამდვილ ისტორიასთან. განსაკუთრებით შტამბეჭდავი ფალსიფიკაცია არის „ძველი ქალაქი ერებუნი“.

შესაბამისი „ციხე ერებუნი“ აშენებულია ნულიდან, ვითომდა, ნაპოვნი ურარტული ლურსმნული დაფების საფუძველზე, რომელთა უტყუარობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პარადოქსია, როცა ქალაქში დახარჯეს დიდი რესურსები არარსებული ციხის ხელახალ შექმნაში, მაგრამ დაანგრიეს საფუძვვლიანად არსებული ძველი ირევანის ციხესიმაგრე. და არამხოლოდ ის, ასევე სერდარის სასახლეც, მეჩეთები, ქარავან-სარაები და ყველაფერი ის, რაც აზერბაიჯანულ წარმოშობაზე მიუთითებდა.

საქართველოს ისტორიულ მუზეუმში ძველი ირევანის სასწაულებრივად შენახული ფოტოებით, ასევე იმ დროის ნახატებით შესაძლებელია აღდგეს ქალაქის ისტორიული იერსახე.









ამასობაში , სომხეთი დღეს პროპაგანდირებას ახდენს „სომხური ერევანის“ „2800 წელს“. და მას „კვერს უკრავს“ დასავლური მედია. როგორც ცნობილია, სომხეთში მოხდა პროდასავლური „მაიდანური“ რევოლუცია და ერევნის 2800 წელი. ეს არის კიდევ ერთი საბაბი, რომ შეახსენონ სომხეთის შესახებ და ასევე ის, თუ როგორ „ემშვიდობება“ ის „ტოტალიტარულ რუსულ გავლენას“ და ხდება „თავისუფალი სახელმწიფო“.

ახლა სომხეთში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. სომხეთის პარლამენტში შეიკრიბებიან მხოლოდ რუსოფობები და პროდასავლური პოლიტიკოსები. ის, რომ ამ არჩევნების შემდეგ სომხეთი გახდება, ღიად, რუსეთთან მტრულად განწყობილი - ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. მაგრამ გაუგებარია, რატომ არ საუბრობენ რუსეთში ამ დრომდე იმაზე, რომ ერევანი აზერბაიჯანული ქალაქია და მისი მკვიდრი მოსახლეობა გაძევებულია. იქ აგრძელებენ იმედი ჰქონდეთ „სომხურ-რუსულ ძმობაზე და მეგობრობაზე“ და უჯერებენ სომხურ ტყუილს „ძველი სომხური დედაქალაქის“ შესახებ.

უკვე გასაგებია, რომ ამ სიცრუემ და ფალსიფიცირებამ მოიყვანა იქამდე, რომ ყველა სიკეთე, რაც რუსეთმა სომხეთის გაუკეთა, დავიწყებულია. და ყველა დიდი რესურსები, რასაც რუსეთი სომხეთში აგზავნიდა, არსებითად, დახარჯულია, თავისთვის მტრის შესაქმნელად.


KavkazPlus

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები