ეკონომიკა

ლარის რეკორდული ვარდნას განაგრძობს - სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

05.11.18 10:20


ეროვნული ვალუტა დღესაც რეკორდულად გაუფასურებულია. დოლარის ოფიციალური ფასი ეროვნულ ბანკში დღეისთვის 2 ლარი 72 თეთრია. სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარი ლარი 2 ლარი 74 თეთრი ღირს.

მაღალია დოლარის ფასი კომერციულ ბანკებში - ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 76 თეთრს აღწევს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ექსპერტები მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. მათი თქმით, ლარის გაუფასურების პროცესს ხელს უწყობს ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური ფონიც.

“თუ ლარმა განაგრძო გაუფასურება გარდაუვალია ფასების ზრდა და ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება მოსახლეობაზე, მით უფრო რომ შეჭირვებულია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი,”-განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები