საზოგადოება
13.11.18 11:00
„საქართველოს რკინიგზა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებული, წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორის ნომინაციაში გახდა. პროფესიული განათლების კვირეული დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ:
დაჯილდოების ცერემონიას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები ესწრებოდნენ.
„საქართველოს რკინიგზა სრულად იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას პროფესიული განათლების უდიდესი მნიშვნელობის შესახებ, სწორედ ამიტომ დავაარსეთ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი. სადაც ისწავლება 8 ახალი სასწავლო პროგრამა და მისი მეშვეობით საქართველოში ინერგება დუალური სწავლების მეთოდი, რაც გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლას. მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზა არის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და ძალიან გვეამაყება რომ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სარკინიგზო კოლეჯი საქართველოს რკინიგზას პროფესიულ კადრებს მოუმზადებს,“ – აღნიშნა სს „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ჯორბენაძემ.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის – ISWD Project ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ. კონკურსის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზებაა.
„პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ გამოავლინა ოთხი გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან გერმანიაში და მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო პროგრამაში. ისინი ასევე დაესწრებიან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო გამოფენას.
იმედი გვაქვს მსგავსი პროექტები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას საქართველოში,“ – აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, რკინიგზის სატრანსპორტო კოლეჯში, ღია კარის დღე გაიმართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლობა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სიმულატორებს, ტექნიკურ აღჭურვილობას და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 136
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24