პოლიტიკა

ქართულ მხარეს პოლონეთში კავკასიის რუკა გადაეცა

16.11.18 11:30


პოლონეთში, საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ქართულ მხარეს ოფიცერ გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული, ფრანგი კარტოგრაფის, გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა გადაეცა.

ამ რუკის ასლი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.

არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს იმ დროისთვის კავკასიის ყველაზე სრულყოფილი რუკის ორიგინალს, რომელიც 1713-1716 წლებში, ლუდოვიკო XIV-ის კარზე სტუმრობისას, სულხან-საბა ორბელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაციით იქნა შედგენილი.

ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, ლიდია შუბერტ-ვარდისიანმა, მისი მეუღლის, გიორგის სახელით, რუკა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს გადასცა, ესწრებოდნენ გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის წევრები, პოლონეთში ქართული დიასპორის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები