ეკონომიკა

„საქსტატი“ - მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა

19.11.18 12:15


მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც უმუშევრობის ზრდა გამოიწვია.

„უმუშევრობის დონე 2018 წლს მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 % შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებულია სეზონურობის ფაქტორით, რაც უკავშირდება განათლების დარგში დაქირავებულთა რაოდენობის კლებას, ასევე აღმზრდელების რაოდენობის შემცირებას. საზაფხულო არდადეგების გამო საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს უსრულდება შრომითი ხელშეკრულება და არ მუშაობენ მესამე კვარტლის განმავლობაში", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, 2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, თვითდასაქმებულთა წილი 49%-ის ფარგლებშია დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში.

გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, მესამე კვარტალში მოიმატა დასაქმების დონემ, რაც გულისხმობს დასაქმებულთა რაოდენობის წილს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში.

წყარო: interpressnews.ge

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები